21 ივნ 2018 13:52 728

ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის, შესაძლოა, შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის თქმით, ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის, შესაძლოა, შესაბამისი საბუთი დასჭირდეთ.

"ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები დგანან ქუჩაში, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მუსიკოსები არ არიან და ეს ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს. ასე რომ, ვფიქრობ, ესეც მოსაწესრიგებელია", - განაცხადა გვარჯალაძემ ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.