07 ივლ 2018 13:51 3163

სკანდალი - დიმიტრი ქუმსიშვილი ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა?

როგორც ,,2020NEWS”-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ექს ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილი დააწერინეს.სანდო წყარო გვატყობინებს იმასაც, რომ აეროპორტიდან უკან მიაბრუნეს და საზღვარზე არ გაუშვეს ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე.

აღსანიშნავია, რომ ორივე ყოფილი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის გუნდის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, ქუმსიშვილი და ალავიძეც სხვა პირებთან ერთად იმ კორუფციული სქემის მთავარი ფიგურანტები არიან, რომელიც ყოფილი პრემიერის სახელს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ზურაბ ალავიძე მოხსნეს იმ კორუფციული სკანდალების გამო, რომლის თაობაზეც ოპოზიცია და მედია დიდ ხნის განმავლობაში საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჯაჭვს. არანაკლები კორუფციული ჯაჭვები გამოვლინდა ქუმსიშვილის შემთხვევაში და მისი სახელი არაერთ სკანდალს უკავშირდება.

დიმიტრი ქუმსიშვილი ამ თემაზე სოციალურ ქსელში აკეთებს განმარტებას, რასაც „ალია“ უცვლელად გთავაზობთ:

„რამოდენიმე მედია საშუალება ცდილობდა დღეს ჩემთან დაკავშირებას კიდევ ერთ აბსურდულ ჭორთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გაავრცელეს ჩემს შესახებ. მეგობრებო, ცალ-ცალკე რომ არ ვაკეთო კომენტარი და საერთოდ მეტი ამ თემაზე , რომ არ გავაკეთო კომენტარი. ყველას მოგახსენებთ, რომ ეს ისეთივე მტკნარი ტყუილია, როგორც ბოლო წლებში , ჩემს შესახებ გავრცელებული არერთი აბსურდული ჭორი.“