11 ივლ 2018 16:44 287

თეა წულუკიანმა არ იცის რჩება თუ მიდის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არ იცის რჩება თანამდებობაზე თუ არა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა წარადგინოს. წულუკიანის თქმით, მას დღის ბოლომდე მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა აქვს ჩანიშნული:

მე დღის ბოლომდე მაქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა, მრავალი საკითხი გვაქვს მასთან განსახილველი, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება იუსტიციის გაერთიანებული სამინისტროს როლი და კონკრეტული გვარი და სახელი. დღეს დღის ბოლომდე მე მასთან მაქვს შეხვედრა. მე პრემიერ-მინისტრის პოზიცია ვიცი, მაგრამ მეექვსე წელია ვცდილობ ვიყო კორექტურილი და არ დავარღვიო პრემიერის პრეროგატივა“, - აღნიშნავს წულუკიანი.

newposts.ge