11 ივლ 2018 16:51 265

წულუკიანმა განაცხადა, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეფასებაში მონაწილეობას არ მიიღებდა, მაშინ რას აკეთებდა დღეს იქ?!

როდესაც ერთთვიანი მარათონის ფინალურ ეტაპზე გრჩება კანდიდატები, რომელთაგან ერთი იღებს 12 ხმას და მეორე - ნულს, ეს ნიშნავს, რომ პროკურორის სისტემა შესაცვლელია, - ამის შესახებინტერპრესნიუსსახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორობის კანდიდატად შალვა თადუმაძის შერჩევის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

ეს შედეგი ძალიან კარგი ილუსტრაციაა იმისი, რომ ის სისტემა, რომლითაც საქართველოში მთავარი პროკურორის არჩევა ხდება, ვერ მუშაობას, არ ამართლებს. როდესაც ერთთვიანი მარათონის შემდეგ, ფინალურ ეტაპზე გრჩება კანდიდატები, რომელთა შორის ერთი იღებს 12 ხმას და მეორე ნულს, ეს ნიშნავს, რომ სისტემა შესაცვლელია და სისტემა რომ შესაცვლელია, ეს აღიარებულია კონსტიტუციის დონეზე. ერთადერთი, რის გამოც დღეს ეს მოცემულობა გვაქვს არის ის, რომ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა პოლიტიკური ნება, არ შეაჩერა პროცესი, მოქმედი კანონმდებლობა არ მოიყვანა თავსებადობაში კონსტიტუციის ახალი რედაქციასთან. ამასთან, გასაუბრების პროცესის გახსნა იქნებოდა საუკეთესო ილუსტრატორი იმისა, რომ გაგვეგო, რა კითხვებს უსვამდნენ საპროკურორო საჭოს წევრები კანდიდატებს, რა პასუხს იღებდნენ და .. ღიაობა იქნებოდა საუკეთესო საშუალება, გაგვეგო, ვინ რისთვის მიიღო ის შეფასება, რომელიც მიიღო დღეს“, - განაცხადა სალაძემ.

სალაძის თქმით, თეა წულუკიანის მონაწილეობა ამ პროცესში აბსოლუტურად მიუღებელი იყო და იუსტიციის მინისტრი საერთოდ არ უნდა იყოს დაკავშირებული მთავარი პროკურორის შერჩევასთან

მინისტრმა წულუკიანმა განაცხადა, რომ ის შეფასებაში არ მიიღებდა მონაწილეობას, მაშინ რას აკეთებდა დღეს იქ?! თუ ფორმალურად მიჰყავდა სხდომა, რა საჭირო იყო ეს ფორმალობა?!“, - დასძინა სულხან სალაძემ.

შეგახსენებთ, მთავარი პროკურორის პოსტზე საპროკურორო საბჭომ შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს წევრებმა თადუმაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, 12 არც ერთის წინააღმდეგ შეარჩიეს

მთავარი პროკურორობის სამი კანდიდატიდან ერთმა, შალვა შავგულიძემ საკუთარი კანდიდატურა დღეს მოხსნა. შესაბამისად, მთავარი პროკურორობის კანდიდატები იყვნენ შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი

 

interpressnews.ge