11 ივლ 2018 17:03 427

წულუკიანი: დასანანია, როცა ირინა ენუქიძის ადვოკატი კანდიდატურას ადეიშვილის მოადგილესთან კონსულტაციის შედეგად ხსნის

თეა წულუკიანი შალვა შავგულიძის მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე თავისი კანდიდატურის მოხსნას გამოეხმაურა.

იუსტიიციის მინისტრის თქმითშავგულიძემ გადაწყვეტილება ოთარ კახიძესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო .

"დასანანია და საბჭოს ყველა წევრი ამაში დამეთანხმა, რომ მან გასაუბრებაზე გამოცხადების შემდეგ მოხსნა კანდიდატურა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ის, რომ ბატონმა შალვა შავგულიძემ ჩემდა სამწუხაროდ თავისი კანდიდატურა მოხსნა მას შემდეგ, რაც ბატონი ოთარ კახიძე სხდომიდან გავიდა და მას გაუწია კონსულტაცია, რომ კანდიდატურა მოეხსნა. სწორედ ეს ასპექტია ჩემთვის დასანანი, იმიტომ რომ საბჭოს წევრებმა ერთხმად აღნიშნეს და მოისურვეს მასთან სატელეფონო საუბარი სხდომის მიმდინარეობისას, რაც შედგა და ჩემდა სამწუხაროდ მან ტელეფონითაც დაუდასტურა რომ ის, იმიტომ რომ ოთარ კახიძის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილა, შალვა შავგულიძე არ მიიღებდა მონაწილეობას გასაუბრებაში.

ახლა რაკი კენჭისყრა დასრულდამე მაქვს და გამიჩნდა კითხვა, როდესაც პოლიტიკური პარტია და ადეიშვილის მოადგილე აყენებს კანდიდატურად შალვა შავგულიძეს, ირინა ენუქიძის ადვოკატს, ჩემს ყოფილ თანამებრძოლს და შალვა შავგულიძე, ირინა ენუქიძის ადვოკატი ხსნის თავის კანდიდატურას ადეიშვილის მოდგილის კონსულტაციის საფუძველზე, ეს რა შეიძლება იყოს, თუ არა სამწუხარო და დასანანი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

imedinews.ge