11 ივლ 2018 17:09 329

ინფორმაცია, რომ სარალიძის სხეულიდან აღებული კანის პრეპარატების შენახვა არ მოხდა სათანადოდ და გაფუჭებულია, სიმართლეს არ შეესაბამება

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ დავით სარალიძის სხეულიდან აღებული კანის პრეპარატების შენახვა არ მოხდა სათანადოდ და გაფუჭებულია, სიმართლეს არ შეესაბამება.
საუბარი იყო იმაზე, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის სხეულიდან აღებული კანის ნიმუშები, შესაძლოა, ისე ყოფილიყო შენახული, რომ შემდეგი კვლევისთვის ვარგისი არ იყოს. ამაზე საზოგადოებაში იყო საუბარი. ეს საკითხი ექსპერტებს რამდენჯერმე დავაზუსტებინეთ. მართალია, დღეს გამოკითხულ ექსპერტებს, უშუალოდ არ ეხებათ, თუმცა, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე გვითხრეს, რომ გამორიცხულია კანის პრეპარატის შენახვა მოხდეს ისე, რომ არ იყოს კვლევისთვის ვარგისი, ვინაიდან შენახვა ხდება სპეციალურ ხსნარში, რომელიც ხელს უწყობს პრეპარატის პირვანდელი სახით შენარჩუნებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია, თითქოს, აღებული ნიმუშის შენახვა სათანადოდ არ მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კანის პრეპარატების შენახვა სპეციალურ ხსნარში ზედმიწევნით სწორად მოხდა, რაც მის გაფუჭებას გამორიცხავს. დასკვნააღებული პრეპარატები შემდგომი კვლევისთვის ვარგისი უნდა იყოს“, -განაცხადა ოხანაშვილმა

newposts.ge