12 ივლ 2018 13:30 1168

ყოფილი პრეზიდენტის ძმისშვილს პატიმრობა შეეფარდა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერმინისტრის სერჟ სარგსიანის ძმისშვილს აიკ სარგსიანს, რომელიც სომხეთში მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული, ერევნის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

12 ივლისს სომხეთში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სერჟ სარგსიანის ძმისშვილი დააკავეს.

სააგენტოინტერფაქსისცნობით, 2007 წლის 1 აპრილს მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში მიიყვანეს ერევანის მცხოვრები . სიმონიანი. მაშინ გამოძიება დაიწყო სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 120- მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. მაშინ საქმე მხარეების მორიგების გამო დაიხურა.

სერჟ სარგსიანი, რომელიც სომხეთს 2008 წლიდან მართავდა, 2018 წლის გაზაფხულზე მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს თანამდებობიდან გადადგა. აქციებს ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი მართავდა, რომელიც შემდეგ სომხეთის პრემიერმინისტრი გახდა. პროტესტის მიზეზი გახდა ის, რომ სარგსიანი ათწლიანი პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერმინისტრად დაინიშნა (საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ქვეყანაში ძალაუფლება პრემიერმინისტრის ხელში გადავიდა).

ივნისში გამოცხადდა, რომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ნათესავებს უკანონო მეწარმეობასა და დოკუმენტების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. საქმის ფიგურანტები გახდნენ პოლიტიკოსის ძმა ლევონ სარგსიანი და მისი შვილები ანი და ნარეკი. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სარგსიანის ყოფილი მცველის წინააღმდეგ.

8
ივლისს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სარგსიანების ოჯახი სომეხი სამართალდამცველების სამიზნე არ არის

imedinews.ge