12 ივლ 2018 13:54 272

ზეეჰოფერი შესაძლოა მკაცრს საიმიგრაციო პოლიტიკას და ავღანელი მიგრანტის თვითმკვლელობას გადააყოლონ

 

გერმანიის შსს მინისტრს ჰორსტ ზეეჰოფერს ოპოზიციურმა პარტიებმა გადადგომისკენ მოუწოდეს. ამის მიზეზი კი ავღანელი თავშესაფრის მაძიებლის თვითმკვლელობა გახდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

ავღანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, 23 წლის მიგრანტმა თავი 10 ივლისს ქაბულში, თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც გერმანიამ თავშესაფრის 69 მაძიებელი 4 ივლისს უკან, ავღანეთში გააბრუნა.

23 წლის მიგრანტი გერმანიაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ზეეჰოფერი თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციას მიესალმა და 10 ივლისს აღნიშნა, რომ 69 ავღანელმა გერმანია მის 69- დაბადების დღეზე დატოვა.

გერმანიის შს მინისტრი ჰოსრტ ზეეჰოფერი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის მომხრეა. ამის გამო მასსა და გერმანიის კაცნლერ ანგელა მერკელს შორის თანამშრომლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაძაბულიც იყო. ზეეჰოფერმა მერკელს საიმიგრაციო პოლიტიკაზე ულტიმატუმიც კი წაუყენამინისტრი მთავრობის ხელმძღვანელისგან საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას და ამის აუცილებლობაში ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანიის საზღვრის ცალმხრივად ჩაკეტვით იმუქრებოდა

29 ივნისს ევროკავშირის სამიტზე წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საიმიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ პოლიტიკაზე შეთანხმება მოახერხეს.

imedinews.ge