12 ივლ 2018 14:55 715

აპლიკაცია, რომელიც ტაქსის გამოძახებისას დაგეხმარებათ

როგორ უნდა შეამციროთ მგზავრობის ხარჯები, დააჩქაროთ მძღოლის დანიშვნა შეკვეთაზე, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ დაიბრუნოთ მანქანაში დარჩენილი ნივთები ან გამოიძახოთ ტაქსი მეგობრისთვისყოველივე ეს შეგიძლიათ გაიგოთ სერვის «მაქსიმის» აპლიკაციის მიმოხილვაში.

«მაქსიმი» არის ტაქსის გამოძახების საერთაშორისო სერვისი, რომელიც საქართველოს გარდა მუშაობს მსოფლიოს კიდევ 11 ქვეყანაში. ჩვენთან სერვისი პირველად გამოჩნდა 2014 წელს. მან შესთავაზა მოსახლეობას ხელმისაწვდომი ფასები და ტაქსის გამოძახების მოსახერხებელი მეთოდები: აპლიკაცია «მაქსიმის» საშუალებით, ტელეფონით, ფეისბუქით და საიტზე taximaxim.ge. დღეისათვის საქართველოში სერვისით სარგებლობენ 7 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, გორში, ფოთსა და რუსთავში.

აპლიკაცია არის ავტომობილის გამოძახების ყველაზე სწრაფი საშუალება. ფართო ფუნქციონალის წყალობით შეკვეთის შექმნის პროცესს სულ რამდენიმე წამი სჭირდება. წარმოგიდგენთ აპლიკაციის რამდენიმე შესაძლებლობას, რომელიც ყოველდღე გამოადგება მომხმარებლებს.

1. პრემიალური პროგრამა

«მაქსიმის» პრემიალურ პროგრამაში მონაწილეობით თქვენ დაზოგავთ მგზავრობის ფულსაპლიკაცია «მაქსიმის» ახალი მომხმარებელი მიიღებსმგზავრობისთვის 4 პრემიალურ ლარს. ამისათვის საჭიროა აპლიკაციის ჩამოტვირთვა და პრომოკოდი APP-ის შეყვანა. გარდა ამისა, მომხმარებლები სთავაზობენ მეგობრებს ტაქსის გამოძახებას აპლიკაციის მეშვეობით და იღებენ პრემიას, რომლითაც შემდეგ შეუძლიათ მგზავრობების საფასურის გადახდა. აპლიკაციის მენიუში ნაწილში «პრომოკოდის შეყვანა» არის თქვენი პერსონალური პრომოკოდი, რომლის გაზიარება შეგიძლიათ სოციალური ქსელების, მესენჯერების, SMS-შეტყობინებების, email-ის მეშვეობით ან ზეპირსიტყვიერად. ახალმა მომხმარებელმა უნდა დააყენოს აპლიკაცია "მაქსიმი" და შეიყვანოს თქვენგან მიღებული პრომოკოდი. მისი გააქტიურებისას ის მიიღებს 4 პრემიალურ ლარს, თქვენ კი, ყოველ ახალ მომხმარებელზე, რომელიც გაააქტიურებს თქვენს პრომოკოდს და 90 დღის განმავლობაში აპლიკაციის მეშვეობით 3-ჯერ იმგზავრებს, ანგარიშზე დაგერიცხებათ 4 პრემიალური ლარი. ამ პრინციპით შეგიძლიათ შეუზღუდავი ბონუსებით სარგებლობა.

2. ფიქსირებული ფასი

აპლიკაცია წინასწარ ითვლის მგზავრობის ღირებულებას მითითებული მარშრუტის მიხედვით. ფასი არ არის დამოკიდებული საგზაო სიტუაციაზე და არ შეიცვლება, თუ ავტომობილი მოხვდება საცობში. მომხმარებელმა ზუსტად იცის, რამდენი უნდა გადაიხადოს და მას შეუძლია დაგეგმოს ტაქსით მგზავრობის ხარჯები.

3. ტაქსის მოსვლის დროის არჩევა

თქვენ შეგიძლიათ გამოიძახოთ ავტომობილი უახლოესი დროისთვის ან შექმნათ წინასწარი შეკვეთა დამატებითი თანხის გადახდის გარეშე. მაქსიმალური ვადაასავარაუდო მგზავრობამდე 6 დღით ადრე. აღნიშნული ფუნქცია მოსახერხებელია დაგეგმილი მივლინებებისთვის, მოგზაურებობებისთვის ან როცა საჭიროა, რომ მძღოლი ზუსტად დანიშნულ დროზე მოვიდეს.

4. მძღოლის ძებნის დაჩქარება

როდესაც დაგჭირდებათ სწრაფად გამგზავრება, შეგიძლიათ აპლიკაციაში დამოუკიდებლად გაზარდოთ მგზავრობის ღირებულება. ამით შეკვეთა უფრო მიმზიდველი გახდება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მძღოლი პირველ რიგში მას შეასრულებს. ღირებულების გაზრდა შეიძლება «სურვილში შეკვეთაზე» ან აქტიური შეკვეთის ეკრანზე ღილაკით «ძებნის დაჩქარება».

5. ტაქსის გამოძახება მეგობრისთვის

აპლიკაციაში შეგიძლიათ სხვა ადამიანისთვისაც შექმნათ შეკვეთა. ეს ფუნქცია გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, გინდათ დაეხმაროთ მეგობარს, შეხვდეთ სტუმრებს ან უბრალოდ გამოიჩინოთ მზრუნველობა ვინმეს მიმართ. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ოპციით, «სურვილში შეკვეთაზე» მიუთითეთ იმ ადამიანის ნომერი, ვისთვისაც შექმნილია შეკვეთაშეტყობინებები მას მიუვა. ამიტომ თქვენ არ დაგჭირდებათ მისთვის იმის გადაცემა, თუ რომელი ავტომობილი მოვა და რა დროისათვის.

6. ტაქსის მოძრაობა რუკაზე

აქტიური შეკვეთის ეკრანზე აისახება ტაქსის ადგილმდებარეობა რეალურ დროში და მგზავრობის მარშრუტი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სად გადაადგილდება დანიშნული ავტომობილი, თვალი ადევნოთ რა მიმართულებით მოძრაობს ტაქსი და რამდენი დარჩა დანიშნულების ადგილამდე. ამ ფუნქციის მეშვეობით შემკვეთს შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ მგზავრობა მშვიდობიანად მიმდინარეობს.

7. ჩათი მძღოლთან

თუ გჭირდებათ მძღოლთან დაკავშირება, შეგიძლიათ მიწეროთ მას ჩათში. ფუნქცია გამოგადგებათ, როცა ისურვებთ რამის დაზუსტებას, ავტომობილის პოვნას პარკირების ადგილზე ან ტაქსში დარჩენილი ნივთების დაბრუნებას.

8. მგზავრობების ისტორია

მგზავრობების ისტორიაში აისახება მომხმარებლის ყველა შეკვეთა, მიუხედავად იმისა, თუ რა მეთოდით იყო ისინი შექმნილი. შეგიძლიათ 1-2 შეხებით გაიმეოროთ მარშრუტები და შექმნათ შეკვეთები უკუმიმართულებით. ასევე ფუნქცია გაძლევთ საშუალებას გააკონტროლოთ ტაქსით მგზავრობის ხარჯები.

9. ელექტრონული ქვითარი

e-mail-ზე შეგიძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება. ის შეიცავს დაწვრილებით ინფორმაციას შეკვეთის შესახებ: თარიღს, დროს, მარშრუტს, კილომეტრაჟსა და ტარიფს. ქვითრის მისაღებად გააგზავნეთ მოთხოვნა დასრულებული მგზავრობის ეკრანზე ან ისტორიაში სასურველი შეკვეთის არჩევით. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მისი ამობეჭდვა. ფუნქცია სასარგებლოა მათთვის, ვინც ისურვებს კონკრეტული მარშრუტით მგზავრობის დადასტურებას ან გააკონტროლოს ტაქსზე გაწეული ხარჯები.

მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს «მაქსიმს» ყოველდღიური მგზავრობებისთვის ქალაქის ფარგლებში და საქალაქთაშორისო მარშრუტებით.აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ Android-ის, iOS-ისა და Windows Phone-ის ოფიციალურ მარკეტებიდან ან საიტიდან taximaximapp.com. 

  გამგზავრების დროა!

 

(R)