12 ივლ 2018 16:59 247

„ის არ არის ჩემი მტერი. არის ის მეგობარი? არა მე მას საკმარისად კარგად არ ვიცნობ”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მისი მეტოქეა და არა მეგობარი, ან მტერი. აღნიშნული განცხადება ტრამპმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ის მეტოქეა. ვიღაცამ იკითხა, არის ის მტერი? ის არ არის ჩემი მტერი. არის ის მეგობარი? არა, მე მას საკმარისად კარგად არ ვიცნობ,-განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, პუტინთან შეხვედრისას სირიის, უკრაინისა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საკითხს განიხილავს.

ამასთანაშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ რუსეთმა ყირიმის ანექსია ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში მოახდინა.

დავუშვებდი თუ არა მე ამას? არა, მე არ დავუშვებდი, რომ ეს მომხდარიყო. თუმცა მან დაუშვა ეს,-განაცხადა აშშ- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

marshalpress.ge