12 ივლ 2018 17:03 343

თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს - სასამართლოში პაატა ბურჭულაძე გამოკითხეს

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე თბილისის საქალაქოს სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოკითხეს. მან გამოძიების შეკითხვებს  მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხა.

თუ მე ამას მიკეთებენ, მთელ საქართველოს უკვე პატრონი არ ჰყავს, რადგან საქართველოში აღარავინ არის დაცული”,- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ  თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით საქველმოქმედო ფონდიავნანაშიდიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკითხეს.

როგორც ბურჭულაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ის საქმეში საერთაშორისო ექსპერტებს ჩართავს.

ცნობისთვის, ფონდიავნანასყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე კითხავდნენ.

marshalpress.ge