12 ივლ 2018 17:07 368

„ლაღიძის წყლები“ რუსთაველზე ზაფხულის ბოლოს დაბრუნდება?

2018 წლის ზაფხულის ბოლოს შესაძლოალაღიძის წყლებიკანონიერ მფლობელებს დაუბრუნდეს. მიტროფანე ლაღიძის შთამომავალი, თინათინ ლაღიძეკომერსანტთანაცხადებს, რომ, ობიექტის ამჟამინდელ უცხოელ მფლობელს და მერიას შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, ხოლო მოლაპარაკებების დასრულების შემდგომლაღიძის წყლებირუსთაველის გამზირზე #24-ში კვლავ დაბრუნდება.

 თინათინ ლაღიძე ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპრაკებების დასრულებას ზაფხულის ბოლოს ელოდება და მას მიმდინარე პროცესის მიმართ დადებითი მოლოდინი აქვს.

 

როგორცკომერსანტმაგაარკვიალაღიძის წყლებისნედლეული რუსეთის ბაზარზე ისევ გადის. სანქტ-პეტერბურგში მდებარეტიხვინის ლიმონათის ქარხანასთანპარტნიორული ურთიერთობა 15 წელია არსებობს. 2013 წელს იყო წყვეტა, ხოლო, ახლა ურთიერთობა დალაგდა და წარმოებაც განახლდა. თუმცა ნედლეულის მიწოდება დიდი ოდენობით აღარ ხდება, რადგან რუსული კომპანია ნედლეულს ძველი რაოდენობით ვეღარ იბარებს.

 ლაღიძის წყლებისძველი ტერიტორია 2007 წელს სახელმწიფომ გაყიდალაღიძის კაფის ისტორიულ ადგილზე აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს  გააჟღერა და შესაბამისი დავალება თბილისის მერს კახა კალაძეს მისცა.

ვისურვებდი, რომლაღიძის წყლებიდა ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ“, - განაცხადა მაშინ  გიორგი კვირიკაშვილმა.

commersant.ge