12 ივლ 2018 17:28 322

ქართველი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

 

ქართველი ძალოსანი 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჩემპიონატი ამ დღეებში ტაშკენტში (უზბეკეთი) მიმდინარეობს.

 

დავითაძის შედეგი ორჭიდში 356 კილოგრამია (164 აკვრა და 192 — ატაცი). მეორე ადგილზე გასულ ალი აშურას ქართველმა სპორტსმენმა ექვსი კილოგრამით გაუსწრო. ბრინჯაო ჯეიმს მაურუსმა (აშშ) მოიპოვა.

ამავე წონით კატეგორიაში გამოვიდა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ნოდარ კაკაბაძე. მან შემაჯამებელ ოქმში მეხუთე ადგილი დაიკავა (344 კგ).

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ტაშკენტში 14 ივლისამდე გაგრძელდება.

 

sputnik-georgia