12 ივლ 2018 17:58 248

ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ – ნინო ბურჯანაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება

ნინო ბურჯანაძე სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება და ხელისუფლების ნაბიჯებს ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს უკავშირებს.დემოკრატიული მოძრაობისთავმჯდომარე თვლის, რომ ძალოვანი სტრუქტურების მინისტრების თანამდებობებზე დარჩენა და მხოლოდ ეკონომიკური გუნდის ცვლილება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ხალხის აზრი არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს.

ნინო ბურჯანაძემ მინისტრობის კანდიდატების კომპეტენციაც შეაფასა და თქვა, რომ მათი გამოცდილება პოზიტიურ მოლოდინს არ იძლევა.

ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე ძალიან გამოცდილი წევრები წარმოგვიდგინეს ახალი მთავრობისათვის. მე არ ვიცი, ვინ რას ეძახის გამოცდილებას, მაგრამ პოლიტიკოსობის და მინისტრობის გამოცდილება ნამდვილად განსხვავდება თუმდაც წარმატებულ კამპანიაში საქმიანობისგან. მე, რა თქმა უნდა გამიხარდება, თუ ჩვენი მინისტრები წარმატებულები იქნებიან, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ ვიყო ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება პარტიაშენების მოძრაობისლიდერიც. დავით უსუფაშვილს კითხვები მინისტრობის კანდიდატების კომპეტენციასთანდაკავშირებით აქვს.

სისტემურ პრობლემებს ფრაგმენტული რეაქციები მოყვა, როდესაც პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ლიდერი არ იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ ვიღებთ მთავრობაში საჯარო სექტორში გამოუცდელ ადამიანებს, ვეჭვობ, რომ მათი მონდომება და მათი სურვილი ქვეყანას ემსახურონ, წარმატებით დასრულდეს,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

cyc.ge