12 ივლ 2018 22:24 8315

სოფლებში არის ჭარბი მოსახლეობა და მათი გაწოვა ინდუსტრიულ ცენტრებში უნდა მოხდეს

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკას ინდუსტრიული წარმოების განვითარება აკლია

მისი თქმით, ამ კუთხით საკმაოდ დიდი წყვეტა არსებობს ქვეყანაში, რადგან "საბჭოთა კავშირის" დროსაც საქართველო აგრარული ქვეყანა იყო და ვერავინ იტყვის, რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული წარმატება გვქონდა

"ამიტომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართულება უნდა იყოს ტექნოლოგიების შემოტანა, ინვესტიციების შემოტანა და ამ კუთხით ინდუსტრიული წარმოების განვითარება, რადგან დღეს სოფლებში არის ჭარბი მოსახლეობა და მათი გაწოვა ინდუსტრიულ ცენტრებში უნდა მოხდეს",- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

 

bm.ge