19 ივნ 2017 13:54 211

"ბახალას" საქმის არსებითი განხილვა 14 ივლისს გაგრძელდება

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის,საქმის არსებითი განხილვა 14 ივლისს გაგრძელდება.დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეები დაიკითხნენ. ჩვენება ორმა პოლიციელმა მისცა, მათ შორის იმ სამართალდამცველმაც, რომელმაც გიორგი გიორგანაშვილის ჩხრეკისას ნარკოტიკი ამოიღო.დღესვე სასამართლოს ჩვენება მისცა ექსპერტმაც, რომელმაც ამოღებულ ნარკოტიკს სამედიცინო კვლევა ჩაუტარა.

გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა - შენახვას ედავება. თავად მსახიობი ბრალს არ აღიარებს და საპროცესო გარიგებაზე უარს აცხადებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს.

 

პირველი რადიო