19 ივნ 2017 14:09 284

გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) დედა - მინდა ეს პაწაწინა მილიციელები, პატარები, როგორც ადამიანები, სადმე მივუერთო სიცრუის დეტექტორს

მინდა ეს პაწაწინა მილიციელები, პატარები, როგორც ადამიანები, სადმე მივუერთო სიცრუის დეტექტორს, - ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) დედამ ნანა ჩხიკვიშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა. 

ჩხიკვიშვილი საკუთარი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. 

"ისეთი სპექტაკლი მეჩვენება ეს ყველაფერი, რომ მინდა ეს პაწაწინა მილიციელები, პატარები, როგორც ადამიანები, სადმე მივუერთო სიცრუის დეტექტორს. ჩემი შვილი არსდროს ყოფილა არც მომხმარებელი და არც აქტიური მომხმარებელი. როგორც ჩემი შვილია აქტიური მომხმარებელი, იმ სიმართლით იარონ იმ პოლიციელებმა, თუ პატაკის დამწერებმა. აუცილებლად გაეცემა პასუხი ყველა ტყუილს და სპექტაკლს", - განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა. 

გიორგანაშვილის დედას უჭირს იმაზე საუბარი, თუ ვის ინტერესებში შედიოდა გიორგანაშვილის დაკავება.

ipn