19 ივნ 2017 14:19 136

გიგი უგულავა: „კობახიძემ უზნეო ფარისევლობის ჯეკ-პოტი მოხსნა“

„უწმინდესს აქვს უფლება, უნდოდეს მონარქიული მმართველობა, მაგრამ მარლთმადიდებლური ეკლესია განსხვავდება თუნდაც კათოლიკურისგან, სადაც რომის პაპის ამბიონზე ნათქვამი სიტყვა არის უმაღლესი ჭეშმარიტება. მარლთმადიდებლობა ამას არ ცნობს... ამიტომ მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან რელიგიური და სამოქალაქო საკითხები. ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ, მაგრამ უმრავლესობის მხრიდან ვხედავთ სრულ უზნეო ფარსევლობას, აბსოლუტური ფარისევლობაა, რაც მე მოვისმინე. კობახიძემ საერთოდ ჯეკ-პოტ მოსხსნა არ საკითხზე. იციან, რომ ორი-სამი დღის ნიუსია, ასე იფარისევლებენ, დაბერავენ ლოყებს და იტყვიან, რომ ხალხს უნდა ვკთხოთ...“ -

აცხადებს გიგი უგულავა „ტვ პირველთან“ საუბრისას.