19 ივნ 2017 14:29 214

„დავით თარხან-მოურავსაც მეფობა უნდა“

„იმის გამო, რომ ივანიშვილისა და კობახიძეს არ მოსწონთ დღევანდელი პრეზიდენტი, ჯირყვნიან და მეფით ჩანაცვლებაზე ლაპარაკობენ, ეს უკვე აბსურდის თეატრიც აღარ არის. მარაზმისა და აბსურდის მიღმაა... ამას წინათ ვუსმინე, დავით თარხან-მოურავიც აცხადებს პრეტენზიას. მაინტერესებს, რა პრინციპით უნდა ავარჩიოთ მეფე... საიდან უნდა ინახოს სახელმწიფომ ამდენი ხალხი? მაგრამ, ამ უმრავლესობისგან ყველაფერია მოსალოდნელი და არაფერი გამიკვირდება.“ - აცხადებს გიგი უგულავა „ტვ პირველთან“ საუბრისას.