19 ივნ 2017 14:44 311

"ოცნების" მორიგი დახურული შეხვედრა

საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშრებით, დღის მეორე ნახევარში დახურულ შეხვედრას გამართავს, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება:

"დღეში არაერთი შეხვედრა გვაქვს. მათ შორის ფრაქციის წევრებთან და უმრავლესობასთან. დღეს, რამდენიმე შეხვედრა შედგება. მათ შორის საუბარი იქნება შერეულ და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ამასთან დაკავშირებით, სიტყვა - დაპირისპირების გამოყენება ინტერპრეტირებად მიმაჩნია, რადგან არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ყველანი მეგობრები, თანაგუნდელები ვართ, უბრალოდ, განსხვავებულ აზრზე ვართ და ამ თემაზე ვკამათობთ და საბოლოო ჯამში საერთო შეთანხმებას მივაღწევთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

პირველი რადიო