19 ივნ 2017 14:54 193

17 ივლისს თბილისში ფესტივალი "არტ-გენი" იწყება

ყოველწლიური ფოლკლორული ფესტივალი „არტ-გენი“ თბილისში 17-24 ივლისს გაიმართება. 8 დღის განმავლობაში კონცერტების მასპინძელი ეთნოგრაფიული მუზეუმი იქნება.

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მომღერლები, ჯგუფები და ანსამბლები, მათ შორის ნინო ქათამაძე, ნიაზ დიასამიძე, რობი კუხიანიძე, სოფი ვილი და ჯგუფი „ფრანი“. არტ-გენი 24 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დასრულდება.​

მანამდე, 10 ივლისის არტგენს სურამი უმასპინძლებს ბაიანთხევის ტყეპარკში, ხოლო 12 ივლისს ფესტივალი მცხეთაში, მდინარის პირას სვეტიცხოვლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

 

ნიუპოსტი