19 ივნ 2017 14:55 495

რა საგანგაშო ინფორმაციას ეუბნებიან „ალიას“ ზაჰესის ხიდის ჩანგრევაზე?

„ალიას“ ზაჰესის ხიდის გამო შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე ესაუბრება ვასო ურუშაძე:

„საქმე გვაქვს კატასტრფასთან და ზაჰესის ჩამონგრეული ხიდი არის თბილისის მერიის მმართველობის სახე. ეს არამარტო საგანგაშოა, არამედ საშიშიცაა, გამოდის, რომ ადამიანების სიცოცხლე არის საფრთხის წინაშე და ძალიან დიდი შანსი იყო, რომ ამ მომენტში მოყოლილიყო საზოგადეობრივი ტრანსპორტი. ისიც არ დაივიწყოთ, რომ ეს უხარისხოდ ჩატაარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მარტო ზაჰესის ხიდს შეეხებოდა, დაგვჯდა 4 მილიონი ლარი...

ზაჰესის ხიდის მშენებლობა დაიწყო 2014 წელს. ჩაიკეტა ხიდი და მთელი სამი წლი მანძილზე, ზაჰესის მოსახლეობა, თბილისს უკავშირდებოდა მცხეთის გავლით. სამი წელი გაგრძელდა იმიტომ, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა მიიღო მილიონი ლარი და გაუჩინარდა. მერე მოვიდა მეორე კომპანია, რომელმაც იგივე გააკეთა. მესამე კომპანიამ გააკეთა საბოლოოდ და მერიამ დიდი ტაშისკვრით ჩაიბარა პროექტი, თუმცა მაშინვე იყო საუბარი იმაზე, რომ  ხიდი არ იყო შემოწმებული და არავის არ ჰქონდა დადებული დასკვნა, რომ ხიდი იყო უსაფრთხო. 2 თვეც არ არის გასული, რაც ამ ხიდზე გადაადგილდება ტრანსპრტი და ხიდის გარკვეული ნაწილი ჩაინგრა. დღეს კი კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ დაუშვეს შეცდომა და არ გაუთვალისწინეიათ სანიაღვრე არხები ხიდი გასწვრივ, რამაც ძლიერი წვიმების დროს გამოიწვია ხიდის მასის ჩამოშლა“, - ამბობს „ალიასთან“ საუბარში არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი  ვასო ურუშაძე.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ „ალიაში“.

 „ალია“, დიანა ლიპარტელიანი