19 ივნ 2017 14:58 130

კობახიძემ ჯეკპოტი მოხსნა...უმრავლესობა ფარისევლობს- უგულავა საკონსტიტუციო მონარქიაზე

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში საკონსტიტუციო მონარქიის დაკანონების საკითხი აბსურდია და გარდა ამისა, ქვეყნისთვის სამეფო ოჯახის შენახვა მძიმე ტვირთია.
უგულავას თქმით, ხელისუფლება ფარისევლურა დიქცევა და ცდილობს, რომ ეს თემა რამდენიმე დღიან ნიუსად აქციოს.
,,ამ საკითხს რელიგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორი არის პატრირქი. კობახიძემ საერთოდ ჯეკპოტი მოხსნა ამით, რაც მე მოვისმინე.
არ მგონია, რომ ეს შეთანხმებული თემა იყოს , მის უწმინდესობას აქვს ეს პოზიცია უმრავლესობა კი იქცევა ,როგორც ფარისეველი ,ასე იფარისევლებენ დაბერავენ ლოყევბს და იტყვიან, რომ ხალხს უნდა ვკითხოთ, რამდენიმე დღიანი ნიუსი ექნებათ“-ამბობს უგულავა ,,ტვ პირველის“ ეთერში.

პირველი რადიო