19 ივნ 2017 15:02 120

"თავისუფალმა დემოკრატებმა" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

"თავისუფალმა დემოკრატებმა" "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი შეიტანეს. საქმე ეხება რეკლამას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება. როგორც პარტიის ლიდერი, ნინო გოგუაძე "პირველ რადიოსთან" საუბარში ამბობს, რეკლამა არღვევს კანონს საზოგადოებრივი მაუწყებლის და რეკლამის შესახებ. მისივე თქმით, სარეკლამო რგოლი "ქართული ოცნების" სულისკვეთებას ასახავს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდის საშუალებად გამოყენებაა:

"ჩვენ შევიტანეთ მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ. საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის რეკლამა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ხორციელდება საკონსტიტუციო რეფორმა საპარლამენტო მოდელზე გადასვლის გზით და იქ ერთმნიშვნელოვნად გვეუბნებიან, რომ ევროპული დემოკრატია გულისხმობს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას, რაც რა თქმა უნდა არ არის სწორი. ამ რეკლამის სულისკვეთება პირდაპირ ემთხვევა ქართული ოცნების ხელისუფლების მოსაზრებებს და საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროპაგანდის საშუალებად გამოყენების მცდელობა და თვითონ ეს რეკლამა არღვევს როგორც კანონს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, ასევე კანონს რეკლამის შესახებ" განუცხადა "პირველ რადიოს" ნინო გოგუაძემ.

 

პირველი რადიო