19 ივნ 2017 15:08 263

ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პატრიარქს შეხვდნენ.  

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, დაახლოებით 20 წუთიან შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებს შეეხო.

მისივე განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებების კონტექსტში საუბარი შეეხო საკონსტიტუციო მონარქიის იდეის საკითხსაც. 

„პარლამენტის თავმჯდომარემ და ქალბატონმა ეკამ მისი უწმინდესობა საქმის კურსში ჩააყენეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის საუბარი შეეხო კონსიტუტიური მონარქიის საკითხსაც. უწმინდესს გააცნეს ის განზრახვა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დეტალური საუბარი არ ყოფილა. სულ 20 წუთს გაგრძელდება და იქ გაიჟღერა თემამ კონსტიტუციური მონარქიის იდეასთან დაკავშირებითაც, რომელიც სამომავლოდ, ხელისუფლებას აქვს განზრახვა, რომ საზგადოების ფართო მასების მსჯელობის საგნად აქციოს. პატრიარქის პოზიცია იყო ის, რაზეც გუშინ ისაუბრა საკვირაო ქადაგებაში, რომ იმედით უყურებს მონარქიის თემას და ფიქრობს, რომ ის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში განსაკუთრებულ როლს შეიტანს, თუ, რა თქმა უნდა, ეს იდეა საზოგადოებისთვის მისაღები გახდება. ეს იყო ძალიან ზოგადი შეხვედრა და ზოგადი საუბარი“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელმა.

ipn