19 ივნ 2017 15:14 118

ლონდონის ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

ლონდონში, მრავალსართულიანი საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. მაშველებმა შენობიდან რამდენიმე ცხედრის გამოყვანა მოახერხეს. 

ლონდონის პოლიციამ ხანძრის დროს გაუჩინარებული ადამიანები გარდაცვლილად გამოაცხადა.

შეგახსენებთ, 14 ივნისს, ლონდონის დასავლეთით, კენსინგტონის რაიონში 27-სართულიან საცხოვრებელ შენობას - Grenfell Tower, ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.ხანძარი მთელს შენობას 15 წუთში მოედო.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულია.

სახლში სავარაუდოდ 600-დე ადამიანი ცხოვრობდა, თუმცა რამადანის გამო ბერვი მათგანი გარეთ იმყოფებოდა. მაცხოვრებლების ნაწილმა სახლის დატოვება მაოხერხა, ნაწილს ამ დრომდე ეძებენ.

ნიუპოსტი