19 ივნ 2017 15:40 283

"პატრიარქის წინადადების შემდეგ, დაეწყნენ მწყობრში... "- ხელისუფლების "ფარისევლური და ყალბი" განცხადებები

გაუმართლებელი, პოპულისტური და უპასუხსიმგებლო- ასე აფასებს მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე. "პირველ რადიოსთან" საუბარში გოგუაძე ამბობს, რომ პატრიარქს ეს სურვილი უკვე დიდი ხანია აქვს, ხოლო "ოცნების" მხრიდან განცხადებების კეთება, ახლა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დასრულდა, "ფარისევლური" და "ყალბია":

"პატრიარქის ეს მოსაზრება ყველამ იცის. ჯერ კიდევ 10 წლის წინ თქვა მან ამის შესახებ. რაც შეეხება ოცნების დეპუტატების კომენტარებს, ჩემი აზრით არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, ფარისევლური და ყალბი, პოპულისტური კომენტარები , რაც სამარცხვინოა დეპუტატებისთვის. ამდენი ხანია ოცნება მუშაობს კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო მონარქია არც კი უხსენებია და ახლა პატრიარქის წინადადების შემდეგ, დაეწყნენ მწყობრში და ყველა ლაპარაკობს რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ წინადადებას. რაც რა თქმა უნდა ასე არ არის. ჩვენ "თავისუფალი დემოკრატები" ყოველთვის ვიყავით საპრეზიდენტო მოწყობის მომხრე, რაც შეეხება მონარქიას, არა მგონია, რომ საქართველში, სადაც ამდენი საუკუნეა მეფის ინსტიტუტი არ გვქონია, ასე ხელოვნურად შემოღება არის აბსოლუტურად გაუმერთლებელი, ძალიან პოპულისტური და უპასუხისმგებლო მმართფველი პარტიის მხრიდან" განუცხადა ნინო გოგუაძემ "პირველ რადიოს".

 

პირველი რადიო