19 ივნ 2017 15:42 667

(ვიდეო+ფოტოები) სააკაშვილს კვერცხი ესროლეს და ბრილიანტის მწვანე შეასხეს

კრივოი როკში სტუმრობისას მიხეილ სააკშვილს კვერცხი ესროლეს, რომელშიც ბრილიანტის მწვანე იყო ჩასხმული. შემთხვევა, 18 ივნისს, მას შემდეგ მოხდა რაც სააკაშვილმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალზე ყვავილები მიიტანა და ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

ინციდენტის შემდეგ სააკაშვილმა იხუმრა, რომ ის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი ეგონათ. სააკაშვილისთვის კვერცხის მსროლელი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

ინციდენტს ხელი არ შეუშლია ღონისძიებისთვის.