19 ივნ 2017 15:51 164

(ვიდეო) ლონდონელი თავდამსხმელი პოლიციას კოცნას უგზავნის

მიკროავტობუსის მძღოლმა, რომელმაც დღეს ფინსბერი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეჩეთიდან გამოსულ ადამიანებს დაეჯახა, დაკავების დროს, პოლიციელებს ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. ინფორმაციას ავრცელებს Daily Mail-ი. 

 ინციდენტის შედეგად, 48 წლის კაცი დაიღუპა, 10 ადამიანი კი დაშავდა. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, იყო თუ არა მომხდარი გამიზნული ტერაქტი. ამ ეტაპზე სამართალდამცველები მომხდარს „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებენ.

 გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იძახდა ფრაზას - "ყველა მუსლიმი უნდა მოვკლა და ეს მე უკვე დავიწყე". მას ახლა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა უტარდება.

ტელეიმედი