19 ივნ 2017 15:58 256

"მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიების შექმნა არის პოპულიზმი" - მდინარაძე ოპოზიციის მოთხოვნაზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან დაკავშირებით ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მუხთარლის საქმის გამოძიება განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოხდეს.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაში პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა პოპულისტურია. ამ განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას პასუხობს, რომლებიც საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. 

„სამართალდამცავებს აქვთ განსაკუთრებული ვალდებულება, განსაკუთრებული ობიექტურობით და კონტროლზე აყვანით თუნდაც, თანამდებობის პირების მხრიდან, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებზე მაქვს საუბარი, ყურადღებით განიხილონ, გამოიძიონ ეს საქმე. საგამოძიებო ორგანოების ნამოქმედარზე თუ კონკრეტული კითხვის ნიშნები გაჩნდება და ეს შედეგზეა დამოკიდებული, ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა კომისიების შესახებ. წინასწარ საგამოძიებო კომისიების შექმნა არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი და ამის მოთხოვნა განსაკუთრებით,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნიუპოსტი