19 ივნ 2017 16:04 228

,,დამონტაჟებული და წაშლილი კადრები“-შსს აფგან მუხთარლის საქმეზე კომენტარს არ აკეთებს

აფგან მუხთარლის საქმეზე საეჭვო გარემოებების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს მისი ადვოკატი. საუბარია "პოსტკრიპტუმში " გასულ კადრებზე, სადაც გამოიკვეთა, რომ კადრების ნაწილში , სწორედ იმ დროს ჩნდება წყვეტა, როცა უნდა ჩანდეს ადამიანი ,რომელიც მუხთარლის უთვალთვალებს.
დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატმა საგამოძიებო ორგანოს ყველა იმ ვიდეო კამერის ჩანაწერის ამოღების შუამდგომლობით მიმართა, რომლებზეც შესაძლოა ჟურნალისტის გატაცების ფაქტი იყოს გადაღებული.
კერძოდ, საუბარია ნიაღვრისა და ჭოველიძის ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან მასალის ამოღებაზე.
შს სამინისტროში ,,პოსტკრიპტუმში „ გასული დამონტაჟებული კადრების შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. იმის გასარკვევად იგეგმება თუ არა უწყებაში განცხადების გაკეთბა,,პირველი რადიო“ შეეცადა დაკავშირებოდა შს სამინისტროს პრესსამსახურს, თუმცა ნინო ცხადაძემ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

პირველი რადიო