19 ივნ 2017 16:16 237

აფგან მუხთარლის საქმე - ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას ითხოვს

ოპოზიცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმესთან დაკავშირებით, გავრცელებულ ვიდეო მასალას ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მტკიცებულებების გაყალბებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებენ.

„დადასტურდა ამ ფირის დამონტაჟება, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ თავად ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული აფგან მუხთარლის გატაცებაში, რაც არის ძალიან სერიოზული სკანდალი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი,“ - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში, ქართველი სამართალდამცავების ჩართულობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც.

„ეს კადრებიც სრულიად ნათლად ცხადყოფს, რომ ქართველი ძალოვნები არიან ჩართულები ამ გატაცებაში და ფაქტობრივად არ არსებობს ინსტიტუცია, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სანდოობა. ერთადერთი გამოსავალი არის პარლამენტმა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და შევქმნათ საპარლამენტო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ საქმეს,“-აცხადებს სერგო რატიანი.

 

ნიუპოსტი