19 ივნ 2017 17:03 144

„მეფისა და მონარქიის იდეის რეაბილიტაცია განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს“ - თეოლოგი

თეოლოგი ვლადიმერ ნარსია სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო მონარქიაზე კომენტარს აკეტებს. თელოგის თქმით, მეფისა და მონარქიის იდეის რეაბილიტაცია განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს: 

„ჩემი აზრით, საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეა გულისხმობს არაიმდენად მართვის ისტორიული ფორმების მიბრუნებისაკენ მოწოდებას, არამედ შეფარვით ეკლესიის ესქატოლოგიური მისიის განხორციელებისთვის შუასაუკუნეების ქრისტიანული წარმოდგენის. შუასაუკუნეების ეს იდეა მონარქიას სახავს უალტერნატივო მმართველობის ფორმად და მეფეს კი ერთადერთ მხარდამჭერად ეკლესიის ესქატოლოგიური მისიის განხორციელებისთვის. იმ დროს, იმპერიალისტური ჰეგემონიის პირობებში, მეფე მიჩნეული იყო ანტიქრისტეს შემაკავებელ ერთადერთ ძალად და ქრისტიანობის მხსნელად. მოგვიანებით, ისტორიის განვითარების შემდეგ ეტაპზე, ეკლესიამ უარყო მონარქის შესახებ შუასაუკუნეობრივი წარმოდგენა და განიხილა იგი ეკლესიის როლისა და პასუხისმგებლობის დამაკნინებელ შეხედულებად. 

დღეს, მეფისა და მონარქიის იდეის რეაბილიტაცია განსაკუთრებულ საფრთხეებს შეიცავს იმ საზოგადოებისთვის, რომელიც მრავალპროფილურია და მრავალსახეობრივი. თანამედდროვე ქართული საზოგადოება არამარტო რელიგიური ნიშნით არის მრავალფეროვანი, არამედ შედგენილია კულტურულად, ეთნიკურად, მსოფლმხედველობრივად განსხვაებული ჯგუფებისაგან. ამიტომ, შეუძლებელია ასეთ გარემოში მხოლოდ ერთი, რელიგიურად ფუნდამენტალისტური, წარმოდგენის დომინირებას დავუჭიროთ მხარი, რომელიც თავის მხრივ შეფასებულია როგორც არასწორი და მრუდე წარმოდგენა მმართველობაზე. ეს არის გადადგმული ნაბიჯი უკან და უარყოფა ოცდახუთწლიანი შრომის, რომელიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების კონსტრუირებას უქადის უმთავრეს საფრთხეს, განსაკუთრებით ერთი რელიგიური ჯგუფის ინტერესებისა და მადების გაბატონების ხარჯზე“, - წერს ვლადიმერ ნარსია სოციალურ ქსელში.

 

ნიუპოსტი