19 ივნ 2017 17:23 324

(ვიდეო) კორუმპირებული საპატრიარქო... კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა ФСБ-ს და КГБ-ს გეგმაა

კორუმპირებული საპატრიარქო, ანგარებით სავსე საპატრიარქო, უქნარა საქმის არ მკეთებელი საპატრიარქო, რომელიც ჩაფლულია ამ საშინელ სკანდალში რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვუყურებთ და ველოდებით შედეგს, რატომ და რა მიზეზით აყენებს პოლიტიკურ დღის წესრიგს, მე მებადება უკვე ამაზე თავისთავად პასუხი, ეს არის წმინდა წყლის, ФСБ-ს КГБ-ს, კრემლის გეგმა- ამ განცხადებით, ქართველი პოეტი და რომანისტის დავით დეფი გოგიბედაშვილი, საქართველოს პატრიარქის იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას ეხება. 

განცხადება დეფიმ ტელეკომპანია "პირველის ეთერში" გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა კრემლში დაიგეგმა, რომ შეიქმნას საქართველოში ფსევდო იერუსალიმი და მოსკოვში შეიქმნას ფსევდო რომი. 

მისივე განცხადებით, მიდის ღია ბრძოლა იმისთვის, რომ გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი. 

"კორუმპირებული საპატრიარქო, ანგარებით სავსე საპატრიარქო, უქნარა საქმის არ მკეთებელი საპატრიარქო, რომელიც ჩაფლულია ამ საშინელ სკანდალში რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვუყურებთ და ველოდებით შედეგს, რატომ და რა მიზეზით აყენებს პოლიტიკურ დღის წესრიგს, მე მებადება უკვე ამაზე თავისთავად პასუხი, ეს არის წმინდა წყლის, ФСБ-ს КГБ-ს, კრემლის გეგმა,"-განაცხადა დეფი გოგიბედაშვილმა.

 

პირველი რადიო