19 ივნ 2017 17:53 1282

„ალიას“ ინფორმაციით, ზაქრო ქუცნაშვილის კლანის წევრები კორუფციის ბრალდებით დააკავეს!!!

 როგორც „ალიას“ აცნობეს, დღეს სამართალდამცველებმა თიანეთის რაიონის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და რწმუნებულები კორუფციის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულთა შორის პროექტების შესრულებაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და რწმუნებულები არიან. საქმე ეხება ბაგა-ბაღების რებილიტაცია-მშენებლობასთან დაკავშირებულ ტენდერებს, რომლებსაც გამგებლის მოადგილე, მამული მამულაშვილი კურირებდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მოსალოდნელი დაკავების შესახებ მამულაშვილისთვის ცნობილი იყო, რის გამოც ორი დღით ადრე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. როგორც ამბობენ, პოლიციის თანამშრომლებმა ის მაშინ დააკავეს, როცა საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, დაკავებულები პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის კლანის წევრები იყვნენ და უშუალოდ მისი მითითებით მოქმედებდნენ... „ალია“ ცდილობდა ინფორმაციის ქუცნაშვილთან გადამოწმებას, თუმცა მან არც ზარებს და არც „მესიჯებს“ არ უპასუხა.

„ალია“