04 აგვ 2018 17:26 440

კასპში სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

კასპის მუნიციპალიტეტთან, თბილისი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს უკნიდან შეეჯახა. როგორცკვირასკორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, არის მსხვერპლი და დაშავებულია დაახლოებით 6 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარის გამო, მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.
როგორცირასშს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, შესაბამისი ექსპერტიზა ჩაინიშნება, ფაქტს მიეცემა შესაბამისი კვალიფიკაცია და დაიწყება გამოძიება.

 

კვირა