05 აგვ 2018 20:15 7122

მიხეილ ხუბუტიას შვილმა თავი მოიკლა

რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას შვილმა, ნიკოლოზ ხუბუტიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორ რუსული მედია წერს, ნიკოლოზ ხუბუტიამ თავი დაახლოებით ერთი დღის წინ მოიკლა, თუმცა მისი ცხედარი დღეს აღმოაჩინეს.

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილი დამლაგებელ ქალს ნიკოლოზ ხუბუტიას ბინის კარი დაკეტილი დახვდა. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ქალმა მაშველები გამოიძახა. კარის გაღების შემდეგ, მაშველებმა ნიკოლოზ ხუბუტიას ცხედარი აღმოაჩინეს, რომლის გვერდით მამის იარაღი იდო. ცხედრის იდენტიფიკაცია დოკუმენტების საშუალებით გახდა შესაძლებელი.
ბიზნესმენი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ხუბუტია რუსეთში ქართველთა კავშირისდამფუძნებელი და პარტია ედინნაია რასიასწევრია.

რუსული მედიის ინფორმაციით, მას სიუციდის წინ წერილი არ დაუტოვებია, შესაბამისად უცნობია თვითმკვლელობის მიზეზი.

 

LIFE.RU-ს ცნობით, თავად ბიზნესმენი რუსეთის დედაქალაქში არ იმყოფება, ის სენ ტროპეში მეორე შვილთან ერთად ისვენებს.