07 აგვ 2018 16:04 29496

მაღალჩინოსანთა სია, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს საქართველო დატოვეს

 

“ალია-ჰოლდინგმა“ „ნაციონალური მოძრაობისიმ პირთა სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში საქართველო დატოვეს. სტატია, რომელიც 2014 წლის 11 მარტით არის დათარიღებული, დეტალურად ასახავს მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების საქართველოს საზღვართან გადაადგილებას.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა პაატა დავითაიას, როდესაც 2008 წელს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეობდა, იმ პირთა სია გადასცა, ვინც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში საქართველო დატოვა. “ქრონიკააღნიშნულ სიას დანაციონალური მოძრაობისწარმომადგენლების სახელებსა და გვარებს აქვეყნებს, რომლებმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, საქართველო დატოვეს:
გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესაქართველო დატოვა 7 აგვისტოს, 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს;
დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისაქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს, კვლავ დატოვა 15 აგვისტოს;
კანდიდ კვიციანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისაქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 აგვისტოს;
კობა ნაყოფია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი -საქართველო დატოვა 7 აგვისტოს და აგვისტოში არ დაბრუნებულა;
გოჩა მამაცაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე -საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, 05:00 საათზე, დაბრუნდა 12 აგვისტოსალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისაქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
დიმიტრი გვინდაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2011 . ფინანსთა მინისტრი) -საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოს;
ლევან მჭედლიშვილი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე (დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრი) – საქართველო დატოვა 8 აგვისტოს, დაბრუნდა 10 აგვისტოსრომან მარსაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისაქართველო დატოვა 8 აგვისტოს;
გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილესაქართველო დატოვა 9 აგვისტოს;
ურუზმაგ ქარქუსოვი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის წევრისაქართველო დატოვა 9 აგვისტოსბაკურ კვეზერელი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისაქართველო დატოვა 9 აგვისტოსგიორგი მელაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისაქართველო დატოვა 9 აგვისტოს,16:00 საათზე;
ნინო კალანდაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესაქართველო დატოვა 10 აგვისტოს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
ნიკა რურუა, პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესაქართველო დატოვა 10 აგვისტოს, აზერბაიჯანში გადავიდა წითელი ხიდით;
კობა სუბელიანი, პარლამენტის წევრი (2008 წლის ნოემბრიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი) – საქართველო დატოვა 10 აგვისტოს;
გიორგი ღვინიაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – 11 აგვისტოს ვალედან გადავიდა თურქეთში;
გოგი ლიპარტელიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისაქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 12 აგვისტოს, 15 აგვისტოს სადახლოდან გადავიდა სომხეთში;
ნინო ენუქიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილესაქართველო დატოვა 11 აგვისტოს, დაბრუნდა 14 აგვისტოს;
მერაბ სამადაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისაქართველო დატოვა 12 აგვისტოს,00:02 საათზე, ავტომანქანით სომხეთში გადავიდა, დაბრუნდა 12 აგვისტოს, შუაღამისას;
პაატა ლეჟავა, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატისაქართველო დატოვა 12 აგვისტოს;
თამარ კოვზირიძე, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილესაქართველოში დაბრუნდა 14 აგვისტოს;
ჰარუთიუნ ოვანესიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს სარფის საზღვარი გადმოკვეთა თურქეთიდან;
გოდერძი ბუკია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – 11 აგვისტოს გადმოვიდა წითელი ხიდით საქართველოში;
ვერულაშვილი მარიკა -7 აგვისტოს დაბრუნდა, ოთხის ნახევარზე;
დავით ბაქრაძე, პარლამენტის თავმჯდომარე – 8 აგვისტოს დაბრუნდა აეროპორტიდან;
გივი თარგამაძე, დეპუტატი – 7 აგვისტოს გავიდა და 8 აგვისტოს დაბრუნდა;
ეკა ტყეშელაშვილი – 13 აგვისტოს გავიდა და 15-ში დაბრუნდა.
სტატიაში, პაატა დავითაია აცხადებს, რომ ეს სია არასრულია. მისი თქმით, რეალური სია, რომელიც მას თავის დროზე საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა,
ბადრი ბიწაძემ მიაწოდა, საქართველოს პარლამენტის არქივში ინახება. ამასთან, ,,ქრონიკასთანსაუბარში, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ეს დოკუმენტები აუცილებლად იქნება გამოთხოვილი.