10 აგვ 2018 17:24 830

„10 აგვისტო, 16 საათი 35 წუთი - ათი წლის წინათ, ამ დღეს და ამ საათს..“

სოციალური ქსელის მომხმარებელი სიმონ კილაძე ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:

10 აგვისტო, 16 საათი 35 წუთი თბილისის დროით.
ათი წლის წინათ, ამ დღეს და ამ საათს რუსეთის თვითმფრინავმა საავიაციო ქარხნის აეროდრომი დაბომბა

მე საავიაციოს დასახლებაში ვცხოვრობ და იმ მომენტში ეზოში ვლაპარაკობდით. უცებ აფეთქების საშინელი ხმა გაისმა, მთელი კვარტალი შეზანზარდა... თვითმფრინავმა გაიფრინა და გაქრა. უკვე გუმანით მივხვდით, რაშიც იყო საქმე - ალბათ, საავიაციო ქარხნის მე-17 საამქროს (აეროდრომს) დაარტყესო. ცოტა მოგვიანებით კი გავიგეთ, რომ მართლაც დაიბომბა საავიაციო ქარხნის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, აგრეთვე "სუ-25"-ების ანგარი. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი ჩემი მეზობელიც, რომელიც იმ დროს აეროდრომზე მუშაობდა. რა თქმა უნდა, ამ უბედურების ჩამდენი სახელმწიფოს ბრალი არასოდეს დამავიწყდება. საერთოდ კი, ომის შემაძრწუნებელი შედეგების მიხედვით, ყველას თავისი უნდა მიეზღოს - შინაურსაც და გარეულსაც..“