10 აგვ 2018 17:41 1059

ტრამპი - თურქული ლირა მკვეთრად უფასურდება ჩვენს ძლიერ დოლართან

აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში თურქული ლირის გაუფასურებას ეხმაურება. მისი თქმით, აშშ- თურქეთთან ახლა ცუდი ურთიერთობა აქვს და ამიტომ ის დამატებით ტარიფებს შემოიღებს თურქეთიდან იმპორტირებულ ალუმინსა და რკინაზე.

ახლახანს დავამტკიცე თურქეთიდან იმპორტირებულ რკინაზე და ალუმინზე ტარიფები შემოღების გადაწყვეტილება. თურქული ლირა მკვეთრად უფასურდება ჩვენს ძლიერ დოლართან. ალუმინზე 20%-იანი ტარიფი დაწესდება, რკინაზე – 50%-იანი. ჩვენი ურთიერთობები თურქეთთან ახლა კარგი არ არის“, – წერს ტრამპი.

news.ge