10 აგვ 2018 18:12 1043

„არც თქვენი პროგრამა მომწონს, არც კანონები და სიფათზეც არ მევასებით..“

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს:

გავიგე ქართული ოცნება დამოუკიდებელ პრეზიდენტობის კანდიდატს ეძებს მხარდასაჭერადო.
აქ ვარ ბატონო, სრულიად დამოუკიდებელი, არც თქვენი პროგრამა მომწონს, არც თქვენი იღებული კანონები და კონსტიტუცია, მეტსაც გეტყვით, სიფათზეც არ მევასებით. კარგი ხელფასი თუ მექნება მზად ვარ დამიჭიროთ მხარი. პრეზიდენტად რომ ამირჩევენ, მერე უფრო დამოუკიდებელი გავხდები და საერთოდ ახლო-მახლო არ დამენახოთ.
ამაზე მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი რა გინდათ?
.. ოღონდ არ დამიწყოთ ახლა, ომი ვინ დაიწყო და ასეთები!!!