10 აგვ 2018 21:04 663

სფეხბურთო მატჩის დროს, მსაჯს თავში შუშის ბოთლი მოარტყეს

ევროლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი, რომელშიც ავსტრიულმა შტურმმა კვიპროსულ აეკ-ს უმასპინძლა, ინციდენტის გამო, 40 წუთით შეწყდა. შეხვედრის 78-ე წუთზე გვერდით მსაჯ ფრედერიკ კლუივერს ტრიბუნიდან ნასროლი შუშის ბოთლი თავში მოხვდა. 

დაზარალებულს, რომელსაც თავი გაუტყდა და ჭრილობიდან სისხლი სდიოდა, აუცილებელი სამედიცინო დახმარება იქვე გაუწიეს. საბოლოოდ შვედმა ლაისმენმა მოედანი თავისი ფეხით დატოვა, მისი ადგილი კი მეოთხე მსაჯმა დაიკავა.

ინციდენტის გამო გუნდები მოედნიდან გავიდნენ, უეფას წარმამადგენლებმა კი თათბირის შემდეგ შეხვედრის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. 

popsport.com