10 აგვ 2018 22:15 1184

ათლეტების სოფელი - სად ცხოვრობენ ფიზიკურად ყველაზე ძლიერი მამაკაცები?

წლების განმავლობაში ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფლის ასოლა-ფატეჰპურ ბერის მაცხოვრებელთა ერთადერთი შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა იყო, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა..  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სოფლის ყველაზე კუნთმაგარ მმაკაცთან  ვიჯეისთან ბარის მეპატრონე მივიდა და მის დაწესებულების რამდენიმე საათით დაცვაში 10 000 ინდური რუპია (დაახლოებით, 150 ამერიკული დოლარი) შესთავაზა. ადგილობრივი, ღარიბი მოსახლეობისთვის ეს ფანტასტიკურად დიდი ფულია და  ვიჯეი მიხვდა, რომ რამდენიმე საათში იმაზე მეტი ფულის შოვნა შეეძლო, ვიდრე მთელი თვე მიწაზე მუშაობაში.
ვიჯეის მსგავსად, სოფელში მცხოვრები ახალგაზრდებიც მიხვდნენ, რომ  ხვნა-თესვა და მიწაზე დამქანცველი მუშაობა ფულის შოვნის საუკეთესო მეთოდი არაა და „კუნთების დაყენების“ მიზნით სპორტულ დარბაზებს მიაწყდნენ.  უახლოეს ქალაქებში გასართობი თუ კომერციული ობიექტები ფიზიკურად ძლიერ მამაკაცებს დაცვის სამსახურში მუშაობას სთავაზობდნენ და თვეში დაახლოებით, 1000 დოლარს უხდიდნენ, როცა მიწაზე მომუშავეების შემოსავალი თვეში 100 დოლარს არ არემატებოდა.
მალე სოფელში ააშენეს უზარმაზარი სპორტული დარბაზი, რომელიც დილის 4 საათიდან საღამოს 10 საათამდე სავსეა.
ვიჯეი ტანვარი, რომელიც თანასოფლელებისთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა, ამჟამად მწვრთნელად მუშაობს. თავისი მოსწავლეებისთვის მასს სპეციალური დიეტაც აქვს შემუშავებული  - დღეში არანაკლებ 3-4 ლიტრი რძე, იოგურტი და 5-7 ცალი ბანანი. ვიჯეის ათლეტები კვებაზე თვეში საშუალოდ, 10 000 ინდურ რუპიას ხარჯავენ, თუმცა დაცვის თანამშრომლებზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ეს გამართლებული ხარჯია. რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად, დაცვის სამსახურში მუშაობა უფრო რთულდება,ამიტომ მამაკაცები ცდილობენ სიბერისთვის დანაზოგი შეინახონ. ზოგიერთი მათგანი მწვრთნელი ხდება ან გასართობ დაწესებულებას ხსნის, სადაც დაცვის სამსახურში ახალგააზრდა თანასოფლელები აჰყავს..


fakt.ru