14 აგვ 2018 17:23 109679

შარდის სუნი ლიფტებში, ქეიფი და გართობა ნისიად, ბიძიებისთვის ნაჩვენები პასპორტი და უკვე იდ ბარათიც...

ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;

თუ რამ ძვირფასის ვიტრინაში გამოფენა;

ვალით გადახდილი ქორწილი;

ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;

ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;

შვიდსართულიანი სუფრა და დალევა გულის რევამდე;

ქელეხი;

ექს ემიგრანტების ქედმაღლობა;

სოფლად გაყიდული სახლკარი და ბაღ ვენახი თბილისის ერთერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;

დიპლომისათვის სწავლა;

მიმტანისადმი დამოკიდებულება;

თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიის ხელოვნურობა;

სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;

შეყვარებულის მიმართვის ტექსტები;

მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა;

კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;

ფულით ნაყიდი მოძღვრები;

ეკლესიებში მრევლის სამი კატეგორია: მდიდრები, სტაჟიანები და ცოდვილები, რომლებიც წინა ორ დაჯგუფებაზე გულწრფელნი არიან...

ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;

თბილისს შესეული სამღვდელოება და სექტანტებისთვის გადაცემული რეგიონები;

ქუჩაში გამოტანილი რწმენა;

ძიება, ცოცხალი წმინდანებისა, მათი საფლავების გაკერპება;

დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა?

წმინდა წერილის გვერდის ავლით დაწყებულიეკლესიურობა“;

სოციალური ქსელების სტატუსები;

ამავე ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები, „ულამაზესი ხარ“;

ჯანღონით სავსე კაცის სოციალური დახმარება;

დანაგვიანებული ქუჩები და სკვერები;

შარდის სუნი ლიფტებში, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ჰოი, საოცრებავ! რუსთაველზე...

დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილბოსტნეული;

პროდუქტის წონაში დაკლება!

მშიერი მწერალი;

დღევანდელი მწერალთა კავშირი და მათი შემოქმედება;

ტუალეტში და დაქალთან ჩუმად მოწეული სიგარეტი;

საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის გულაობა;

ოჯახის შექმნა ვნების საბაბით;

შეყვარებულობა მოლაპარაკებით;

დასაოჯახებელზე ზეწოლა, რომ დაოჯახდეს!

სამღვდელო მოქმედების შედეგად აღებული გასამრჯელოთი დაბრკოლებულიმორწმუნე“;

და ამავე მიზეზით წესაუგები მიცვალებული;

მიცვალებულისთვის ნივთების გატანება და სასაფლაოს არქიტექტურა;

სამარშუტო ტაქსების მუსიკალური რეპერტუარი და ამით უფლებადარღვეული მგზავრი;

მეგობრის და;

სტომატოლოგის უსუფთაობით ჰეპატიტით დაინფიცირებული პაციენტი;

ქეიფი და გართობა ნისიად;

დაობებული ბიბლიოთეკა;

გაპარვა ოჯახის შექმნის მიზნით;

ქორწილში ცეკვისას გაკეთებული ბეჭედი;

დედამთილისთვის დაძახებული დედა;

ბიძიებისთვის ნაჩვენები პასპორტი;

ახლა უკვე იდ ბარათიც...

უწიგნურობა! უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა!

ეს ყველაფერი მოიტანა იმან, რომ დღეს საქართველო წიგნიერების თვალსაზრისით, ერთერთი ბოლო ქვეყანაა მსოფლიოში!

ამ ყოველივეზე გული მტკივა და ვწერ იმიტომ, რომ იქნებ ერთი ადამიანი მაინც დაფიქრდეს ამ ჩამონათვალზე და რაღაც შეცვალოს? როდესაც ამ ჩამონათვალს ვაკეთებდი, აღმოვაჩინე, რომ მეც ბევრი რამ მეხება და მინდა, ბრბოსგან დადგენილი დოგმებისგან გავთავისუფლდე, რათა ნამდვილად დასაცავი დოგმა არ დამეკარგოს!!!"- წერს სოციალურ ქსელში მამა დავითი.