15 აგვ 2018 09:56 49679

„გაჩერდა ტოიოტა და იქიდან ოთხი მუტრუკი გადმოლაგდა“ - რა მოხდა "დანკინ დონატსის" ავტოსადგომზე?

სოციალური ქსელის მომხმარებელი მიშა კაჭკაჭიშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე უჩვეულო და ამაღელვებელი შემთხვევის შესახებ ყვება:

ერთ-ერთი "დანკინ დონატსის" სადგომზე გაჩერდა ძველი, მაგრამ აშკარად მოვლილი მერსედესი, მანქანიდან საკმაოდ მოწესრიგებული, ამავე დროს უცნაურად მოკრძალებული 60-65 წლის მამაკაცი გადმოვიდა და იქვე დადგა..
რამოდენიმე წუთში, სატრანზიტო ნომრებზე გაჩერდა ტოიოტა და იქიდან ოთხი მუტრუკი გადმოლაგდა.. 
არ აღვწერ მათ, ფაქტიურად არ განახვავდებოდნენ ერთმანეთისგან.. ჩვეულებრივი მდაბიო გადამყიდველები იქნებიდნენ..
ეს ბატონი ზრდილობიანად მიესალმა მათ და უთხრა
აგერ ესაა და ნახეთ, რომ არ მიჭირდეს ამას რა გამაყიდინებდაო...
ეს ოთხი ვერზილა მიესია მანქანას, ახადეს, გააღეს, გამოაღეს, დაქოქეს-ჩააქვრეს ნუ მოკლედ დაიწყეს შემოწმება ქირურგიულად.
ამ დროს ერთი ეუბნება:
არ ღირს 1800 დოლარი, ჩვენ ნაღდი კლიენტები ვართ, აგერ 1300 და წავიყვანთო.
წახდა ეს ბატონი..
-
ბიჭებო, არ შემიძლია ამდენის დაკლება, მევალე მელოდება, ესღა დამრჩა გასაყიდი და ვერ დაგიკლებთ, ბოდიშიო..
ამათმა უკვე აგდებულად დაუწყეს ლაპარაკი და ის იყო რომ უნდა დაიშალონ, ამ კაცს ეტყობა მევალემ დაურეკა, მოტრიალდა და უთხრა:
კარგით, წაიყვანეთ ოღონდ დღეს მომეცით ფული და ხვალ გადაგიფორმებთო..
ამათმა, არაო.. 
-
აგერ 200 დოლარი და ხვალ დანარჩენიო..
საწყალს რა გაეკეთებინა უკვე აღარ იცოდა და თავმოყვარეობასაც გადაბიჯა..
-
ძალიან გთხოვთ ბიჭებო, აგერ გასაღები, მანქანა, პასპორტი, ნოტარიუსიც იქნებ იყოს სადმე და ხვალ გადაგიფორმებთო..
ეს გარეწრები კიდე უარზე იყვნენ და ის იყო ვიფიქრე რაღაცას ვეტყვი ამ დედამოტყნულებსთქო, რომ გვერდითა მაგიდიდან ხმა გავიგე
-
ეგ მანქანა გაყიდულიაო.. 
ეგ როგორო? ერთ-ერთმა..
მე ვიყიდეო ამან და ადგა..
იქვე მდგომ მანქანასთან მივიდა, სწრაფად მოტრიალდა, ამ კაცს 1800 დოლარი ჩაუთვალა, მიბრუნდა მაგიდასთან, აიღო ნამცხვრები, დაემშვიდობა ამ კაცს..
ჩაჯდა და წავიდა...
“- წერს მიშა კაჭკაჭიშვილი