15 აგვ 2018 10:49 20177

გასაიდუმლოებულია რომელი ქვეყნებიდან მოდის ე.წ. თურქული პანსიონებისთვის შემოწირულობა

საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი ითხოვს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ .. თურქული პანსიონების საკითხი პარლამენტის სხდომაზე დააყენოს. როგორცკვირასჩერნოვეცკის ფონდიდან აცნობეს, ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში იგი შეშფოთებას გამოთქვამს ხულოს რაიონში არალეგალური მუსლიმანური პანსიონის მშენებლობის თაობაზე.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივმართავ დავით სერგეენკოს და მოვითხოვ (ისევე, როგორც აჭარაში მცხოვრები ბევრი ადამიანი), რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დაადგეს პარლამენტის დღის წესრიგში“,- წერს ბიზნესმენი.
იგი თვლის, რომ ხულოში მშენებარე პანსიონის ხელმძღვანელმა ტელევიზიის თანდასწრებით, დეტალურად უნდა აუხსნას დეპუტატებს, თუ კონკრეტულად რას აშენებს და რა სახსრებით ფინანსდება მშენებლობა.
ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ვინ და როგორ იხდის მშენებლობის ფულს ან რომელი ქვეყნებიდან მოდის შემოწირულობა, უცნობია. საკითხავია, რა უნდა ასწავლონ იქ ჩვენს ქართველ ბავშვებს?“, – წერს ჩერნოვეცკი.
მისი ვარაუდით, „მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ დაწესებულებას საიდუმლოდ და სასწრაფო წესით შეავსებენ ზემო აჭარაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვებით, რომლებსაც ჩაუტარებენ ისლამის გაძლიერებულ გაკვეთილებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ისინი იქ ცხოვრებასაც დაიწყებენ“.
ლეონიდ ჩერნოვეცკი მზადყოფნას გამოთქვამს, აჭარაში არსებული ყველა თურქული პანსიონი ჩაანაცვლოს ლეგალური მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, რომლებსაც სახელმწიფო გააკონტროლებს.
უნდა შეიქმნას აქტი იმის შესახებ, რომ მშენებარე პანსიონი ლიცენზიის გარეშე არ ამუშავდება და რომ მას სახელწიფო გააკონტროლებს. თუ ეს ასე არ მოხდება, მე პირადად, გამოვყოფ 2 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ამ შენობიდან 20 მეტრში, აშენდეს ათჯერ უკეთესი პანსიონი, რათა აჭარელმა ბავშვმა არ ისწავლონ ამ გასაიდუმლოებულ ადამიანებთან“, – წერს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
წერილის სრული ტექსტსკვირაუცვლელად გთავაზობთ:
აი, შენდება კიდევ ერთი არალეგალური მუსლიმანური პანსიონი ქართველი ბავშვებისთვის ხულოს რაიონში, აჭარაში. მხოლოდ ის ვიცი, რომ მას კომპანიაოზგჩენჩიაშენებს. მისი სახელწოდებიდან ნათლად ჩანს, რომ ის თურქულია! ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ვინ და როგორ იხდის მშენებლობის ფულს ან რომელი ქვეყნებიდან მოდის შემოწირულობა, უცნობია. საკითხავია, რა უნდა ასწავლონ იქ ჩვენს ქართველ ბავშვებს? უზარმაზარი, 4-სართულიანი მშენებარე ნაგებობა, დარწმუნებული ვარ, მომავალში ულიცენზიოდ იმუშავებს. ჯანდაცვის სამინისტრო და მინისტრი სერგეენკო თითქოს ვერ ამჩნევენ იმას, თუ როგორაწვალებენსაქართველოს ბავშვებს რელიგიური ორგანიზაციები, არ აძლევენ მათ არანაირ განათლებას, მხოლოდ აიძულებენ, დილიდან დაღამებამდე ილოცონ ლუკმა პურის გამო! სამაგიეროდ, როგორც ჩანს, მინისტრმა თავად გასცა განკარგულება, რომ სოციალურმა მუშაკებმა მუქარით მოსთხოვონ ბავშვების ჩვენგან წაყვანა იმ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი შვილები ჩვენ ჩაგვაბარესჩვენს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში არსებული საცხოვრებელი, სასწავლო, გასართობი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პირობებიმილიონერებისსკოლებში არსებულ პირობებსაც კი სჯობს. უსინდისო ადამიანი! უმჯობესია თავად ეწვიოს და ნახოს თუ როგორ მუშაობენ ჩვენი ევროპული ტიპის სახლები, როგორი დამოკიდებულება არსებობს იქ ბავშვების მიმართ!
მშენებარე პანსიონის ამუშავების შესახებ არ არსებობს არანაირი ინფორმაცია არც ჯანდაცვის სამინისტროში და არც განათლების სამინისტროში. ჩემი ვარაუდით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ამ დაწესებულებას საიდუმლოდ და სასწრაფო წესით შეავსებენ ზემო აჭარაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვებით, რომლებსაც ჩაუტარებენ ისლამის გაძლიერებულ გაკვეთილებს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ისინი იქ ცხოვრებასაც დაიწყებენ.
მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა დავით სერგეენკოს მიმართ, მივმართავ მას და მოვითხოვ (ისევე, როგორც აჭარაში მცხოვრები ბევრი ადამიანი), რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დაადგეს პარლამენტის დღის წესრიგში. დაე, ტელევიზიის თანდასწრებით, მშენებარე პანსიონის ხელმძღვანელმა დეტალურად აუხსნას დეპუტატებს თუ რას აშენებს, რას უპირებს იქ შესახლებულ ბავშვებს და რა სახსრებით ფინანსდება მშენებლობა?! იქნებ მას ექსტრემისტები, მანიაკები ან კრიმინალები აფინანსებენ? უნდა შეიქმნას აქტი იმის შესახებ, რომ მშენებარე პანსიონი ლიცენზიის გარეშე არ ამუშავდება და რომ მას სახელწიფო გააკონტროლებს. თუ ეს ასე არ მოხდება, მე პირადად, გამოვყოფ 2 მილიონ ლარს იმისთვის, რომ ამ შენობიდან 20 მეტრში, აშენდეს (და ამის გაკეთება შემიძლია) ათჯერ უკეთესი პანსიონი, რათა აჭარელმა ბავშვმა არ ისწავლონ ამ გასაიდუმლოებულ ადამიანებთან.
უკვე არაერთხელ შევთავაზე ჯანდაცვის სამინსიტროს, რომ მზად ვარ, აჭარაში არსებული ყველა თურქული პანსიონი ჩავანაცვლო ლეგალური მცირე საოჯახო ტიპის სახლებით, რომლებსაც ეს სამინისტრო სრულად გააკონტროლებს. ჩემ მიერ დაარსებული ფონდი ყველაზე გამჭვირვალე ფონდია საქართველოში, სადაც აუდიტს მსოფლიოს ტოპ სამეულში შემავალი საუკეთესო სააუდიტორო კომპანიები ატარებენ. ასეთი გამჭვირვალობა უნდა იყოს საქართველოს ყველა ფონდში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არასდროს გვეცოდინება, თუ ვინ იხდის ფულს ქართველი ბავშვებისაღზრდაში“,- წერს ჩერნოვეცკი სოციალურ ქსელში.

კვირა