30 აგვ 2018 19:13 794

საქართველოს მოქალაქეებმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი გაქურდეს

 

 

ხუთმა  ქართველმა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი გაქურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური Corriere della Sera ავრცელებს.

 

ჟურნალისტების ცნობით, საქართველოს ხუთმა მოქალაქემ აგვისტოში მილანში რამდენიმე ბინა გაქურდა. მათ შორის არის იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის მშობლების სახლიც.

 

როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა სალვინის მშობლების სახლში 14-15 აგვისტოს ღამით შეაღწიეს.

 

ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველები პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა, როდესაც ისინი მილანის დატოვებას გეგმავდნენ. პოლიციელებმა მოპარული ნივთების ნაწილი იპოვეს, თუმცა მათი თქმით, ნაქურდალის უმეტესობა ბრალდებულებმა სავარაუდოდ, იტალიიდან უკვე გაიტანეს.

 

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო უახლოეს ხანში იმსჯელებს.

 

1tv.ge

 

×