03 სექ 2018 08:19 2271

„დინამოს“ სტადიონზე გეი-აღლუმის ჩატარება იგეგმება?

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:

 

ყველას !!! ყველას !!! ყველას !!!

ექსკლუზიური ინფორმაცია-გეი-აღლუმი თბილისში.

9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე იგეგმება გეი-აღლუმი.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის კაშიას თანადგომის საფარქვეშ რამდენიმე ათასი მამათმავალი და ..ლგბტ თემის წარმომადგენელი აპირებს სტადიონზე მისვლას.

ისინი გამართავენ გეი-აღლუმისთვის დამახასიათებელ თეატრალურ წარმოდგენას.

პირველად საქართველოში-მამათმავლები გეგმავენ მასობრივად გაიკეთონ ლგბტ სამკლაურები,რომელიც ათასობითაა დამზადებული და 5 ლარად იყიდება რუსთაველის გამზირზე,თბილისი გალერეას 1 სართულზე.

ასევე აქვე დარიგდება ლგბტ დროშები და სხვა ატრიბუტიკა.

აი ეს არის კაშია-კობიაშვილის დანაშაულის რეალური შედეგი.

ქართველი ერი არ დაუშვებს 9 სექტემბერს სტადიონზე ლგბტ-ის მასობრივად გამოსვლას და ლგბტ სამკლაურებით აღლუმის ჩატარებას.

"ქართული მარში" აცხადებს,რომ ასევე არ დაუშვებს ლგბტ სამკლაურებით სტადიონზე მისვლას,ამიტომ დროზე აკრძალეთ სოდომის ცოდვის ატრიბუტიკის გავრცელება !!!“ - წერს სანდრო ბრეგაძე.