08 სექ 2018 20:29 35371

საზარელი შემთხვევა ქუთაისში - 91 წლის ბაბუას შვილიშვილი მათხოვრობას აიძულებს (ვიდეო)

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიორგი აბესაძე ფეიბუკის პირად გვერდზე ქუთაისში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს და ნაამბობს ვიდეომტკიცებულებას ურთავს:

„მეგობრებო, ეს კაცი არის 91 წლის დემურ კვაჭიძე, რომელიც ყოველ დილით შვილიშვილს მოყავს სამათხოვროდ სვამს და ღამე მიყავს subaru მარკის ავტომობილით. თან საბარგულით დაატარებს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ძალიან ცუდად ეპყრობიან, პოლიციას იძახებენ და რეაგირება არ აქვთ. ამას ვიდეოშიც შეხედავთ. (დააკვირდით ბოლოს მანქანაში როგორ აგდებს შვილიშვილი)

 

ეს კაცი აქ ზის წვიმაში, თოვლში, სიცივეში, სიცხეში არა აქვ მნიშვნელობა სულ.. ხანდახან ღამეც ტოვებენ ხოლმე, თვითონ არ შეუძლია გადაადგილება.

 

გვსურს დავეხმაროთ ამ ბაბუს და გადავიყვანოთ თავშესაფარში, აგრეთვე ისიც გასათვალისწინებელია რომ ლოკაციაზე სადაც დემური ბაბუ ზის და მოწყალებას ითხოვს, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც იქვე არიან, მაგრამ ასევე მათგანაც რეაგირება 0. 

 

 ასე რომ, თქვენი იმედი გვაქვს, რო ერთად ყველაფერს შევძლებთ, გააზიარეთ ვიდეო, რო მივიდეს ხმა მთავრობამდე და ამ მოხუცს დავეხმაროთ.

 

ასევე, თუ ვინმე გაუვლით და დახმარების სურვილი გექნებათ, ვფიქრობ საკვებით დახმარება უმჯობესი იქნება, ვიდრე ფულით (რადგან ფულს მაინც შვილიშვილი ართმევს) 

 

მადლობა ყველას და იმედია გამოგვივა.

 

ინფორმაციას დროთა განმავლობაში რაც გვექნება მოგაწვდით“ - წერს გიორგი აბესაძე.