12 სექ 2018 13:18 105343

ხელი აიღეთ მარიხუანაზე და გამოიყენეთ საქართველოს ბუნებრივი რესურსი, რომელზეც არაფერი იცით..

 

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

მიმართვა საქართველოს მთავრობას და პარლამენტს

 

გთხოვთ ხელი აიღოთ მარიხუანას პლანტაციების მოშენებაზე. საქართველოში გარდა ცნობილი ბუნებრივი რესურსებისა, არსებობს უამრავი ისეთი ბუნებრივი რესურსები, რომელსაც სახელმწიფო არ იყენებს (არ არის მისთვის ცნობილი), მაშინ როცა მასზე მსოფლიო ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა.

 

წიაღისეული: ბენტონიტური თიხაგამოიყენება ნავთობის გასაწმენდა; ბარიტიგამოიყენება მაღალი ხარისხის საღებავების დასამზადებლად; ბაზალტიგამოიყენება როგორც მოსაპირკეთებელი მასალა, ასევე ძაფების დასამზადებლადეს ძაფები გამოიყენება რობოტულ, კოსმოსურ და, ასევე, საფეიქრო წარმოებაში;

 

ფლორა: საქართველოში იზრდება უნიკალური ჯიშის ბჟოლოს (თუთა) ხეები, რომლებიც გამოიყენება აბრეშუმის ჭიის გამოსაკვებად და იძლევა მაღალი ხარისხის აბრეშუმის ძაფს; სოჭის თესლიგამოიყენება კოსმუსური ხელსაწყოების მირჩილვის პროცესში; პალიასტომის ტბის წყალმცენარეები, ხავსი და ტორფიგამოიყენება მედიცინაში და ფარმაცეპტულ წარმოებაში; ჯინჭარიმედიცინაში, გემოგლობინის ასაწევ სამკურნალო პრეპარატებში. დეკაუმაღლესი ხარისხის სამკურნალო ჩაის წარმოებაში. და, კიდევ მრავალი სხვა.

 

საჭიროა მხოლოდ სერიოზული გამოკვლევის ჩატარება. ხოლო, რაც შეეხება მარიხუანას მოყვანას ის საფრთხეს შეუქმნის როგორც საქართველოს ახალგაზრდობას, ასევე იმ ქვეყნის ახალგაზრდობასაც, სადაც ექსპორტზე გავა.

რაც შეეხება ამ საქმიანობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების სისტემის დანერგვას, ის დაკავშირებული იქნება დიდ ხარჯებთან და არ იმუშავებს. პატივისცემით, ეკონომიკის, მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერგეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრკორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე